fbpx

მტვერსასრუტი – SAMSUNG VC18M3110VB-SG

335

მწარმოებელი: SAMSUNG

მოდელი: VC18M3110VB-SG

გარანტია: 3 წელი

კატეგორია:
Brands:SAMSUNG

აღწერა

ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები:

  • მაქს. სიმძლავრე : 1800 w
  • შეწოვის მაქს. სიმძლავრე: 370w
  • წმენდის სიგანე: 290 მმ
  • ხმაურის დონე: 87 დბ
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა: 2  ლ
  • მუშაობის რადიუსი: 9 მ

ძირითადი ფუნქციური მახასიათებლები:

  • Anti-Tangle Turbine – თმა , ბეწვი , მტვერი რჩება ფილტრზე რაც შეწოვის სიმძლავრის 2-ჯერ უფრო დიდი ხნით შენარჩუნებას უწყობს ხელს
  • Easy Grip ერგონომიული სახელური
  • მტვრის კონტეინერის მარტივი დაცლა
  • სადენის ავტომატური დახვევა
  • მარტივი გამოსაყენებლად

კომპლექტში:

  • ძირითადი 2 საფეხურიანი საცმი – NB300
  • თავსაცმი 2in1

ფიზიკური მახასიათებლები:

  • წონა: 4,8 კგ
  • სადენის სიგრძე – 6 მ
  • ზომა – 272x234x407 მმ
  • ფერი – ლურჯი

Brand

SAMSUNG

samsung logoკომპანია სამსუნგის (Samsung) ისტორია იწყება 1938 წლიდან, როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა ლი ბონ ჩოლმა კორეის ქალაქ ტეგუში დაიწყო ბრინჯის ბიზნესი.

ამ პერიოდისთვის კორეა წარმოადგენდა იაპონიის კოლონიას და ძალზე ძნელი იყო კერძო საწარმოს შექმნა. ბიზნესი იმდენად წარმატებულიაღმოჩნდა, რომ საშუალება მისცა ლის გაეფართოებინა წარმოება და პარალელურად დაეწყო შაქრისა და თევზის ექსპორტი.

მიუხედავად ასეთი სირთულისა პირველივე წელს ლი ახერხებს შექმნას ბრინჯის ექსპორტის პირველი დამოუკიდებელი ხაზი კორეიდან ჩინეთში და მანჩურიაში.

1948 წელს იგი ოფიციალურად არეგისტრირებს ფირმას სახელწოდებით Samsung Trading. სახელწოდება სამსუნგი (Samsung) ნიშნავს „სამ ვარსკვლავს“ (თავისი სამი ვაჟის საპატივცემულოდ).

ახალი პერიოდი კომპანია სამსუნგის (Samsung) ისტორიაში იწყება 1969 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა კომპანია Samsung Electronics, რომელმაც დაიწყო კომპანია სანიო ელექტრიკის (Sanyo Electric) მაკომპლექტებელი ნაწილებისგან შავ-თეთრი სამსუნგის ტელევიზორების გამოშვება . რამდენიმე წელიწადში იწყება კომპანია სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებას ქალაქ სუვონის ქარხანაში, სადაც იმ პერიოდისთვის გადადის სამსუნგის სათაო ოფისი.

იხსნება სამსუნგის მაღაზია და სამსუნგის სერვის ცენტრი. 1983 წლიდან იწყება სამსუნგის კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება და სამსუნგი იწყებს მიკროსქემების წარმოებას. 1991 წლიდან იწყება სამსუნგის ტელეფონების გამოშვება.

1993 წელს კომპანიის დღის სწესრიგში დგება ლოგოს (საფირმო ნიშნის) შეცვლის საკითხი. წინა ლოგოზე ფიგურირებდა 3 ვარსკვლავი, რომელიც უკვე მოძველებულ სიმბოლოდ ჩაითვალა. ამიტომ შეიქმნა ახალი საფირმო ნიშანი, რომელიც დღეს ყველასთვის ნაცნობია.

თავისი ლამაზი დიზაინით და გამართული მუშაობით ცნობილია როგორც სამსუნგის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ასევე სამსუნგის მონიტორები და სამსუნგის ნოუთბუქები.

დღეს კომპანია სამსუნგს Samsung - ს აქვს 87 ოფისი მსოფლიოს 47 ქვეყანაში. აქვს ქარხნები ჩინეთში, მალააზიაში, ტაილანდში, პორტუგალიაში და მექსიკაში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 70 000 თანამშრომელი.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „მტვერსასრუტი – SAMSUNG VC18M3110VB-SG“