fbpx

ჩვენ შესახებ

მაქსიმალური კომფორტი ჩვენს მომხმარებლებს
ჩვენი მიზანია, დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რითმის ფონზე, შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი და მოგაწოდოთ ყველაფერი რაც გსურთ, იქ, სადაც თქვენ გსურთ. ის დრო კი რაც საყიდლებზე სიარულში და საცობებში უნდა დაგეხარჯათ, შეძლებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ყველანაირი ღირებულების პროდუქცია, თქვენი მოთხოვნებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ასევე მოქმედებს განვადებაც.

საწყობიდან გამოტანისას ხდება ყველა პროდუქტის შემოწმება, ამიტომ თქვენ მაქსიმალურად დაცული ხართ ხარვეზიანი პროდუქტის მიღებისგან. თუკი პროდუქტს მოხმარებისას ფარული ქარხნული წუნი აღმოაჩნდება (რისი აღმოჩენაც პირველადი შემოწმებით შეუძლებელი იყო), ჩვენ თავად მოვალთ და შეგიცვლით ნივთს. 

ლინზას მიზანია, განავითაროს ონლაინ შოპინგის სფერო საქართველოში. ამისთვის შექმნილია ყველა პირობა:

  • ონლაინ მაღაზიაში ყველა პროდუქტის აღწერა მოცემულია სრულად ქართულ ენაზე და არ ტოვებს არანაირ კითხვებს პროდუქტთან დაკავშირებით.
  • ლინზა მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის პროდუქციას.
  • ლინზა-ში შეძენილ ყველა პროდუქტს მოჰყვება მწარმოებლის ოფიციალური გარანტია.
  • საიტზე გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბარათის საშუალებით, ასევე გადარიცხვა ინტერნეტ-ბანკით და Paybox-ის აპარატებიდან.